"დინამო" - " არისი": კალათბურთისგან შორს, თბილისელების კატასტროფული მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: gbf.ge

20 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ ეტაპზე თბილისის "დინამო" სალონიკის "არისთან" 64:90 განადგურდა.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და თავიდან 11:1 გაიქცნენ. აშკარა გახლდათ, რომ ჩვენი გუნდი შეუთამაშებელი იყო, რადგან სერიოზულად გადახალისდა და კალათბურთელებმა ერთად მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება მოახერხეს. ამავდროულად გამოიკვეთა ლეგიონერების საკმაოდ დაბალი კლასი და მოუმზადებლობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც მეტოქე ბრწყინავდა და არანაკლებ სცოდავდა. პირველი მეოთხედი 15:24 დავთმეთ.

მეორე მეოთხედში თავიდანვე "არისი" დაეუფლა უპირატესობას და "დინამოელები" კვლავ არასტაბილურად თამაშობდნენ, საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა
თბილისელთა ცენტრი დომაგოი ბუბალო, რომელიც ბევრ შეცდომას უშვებდა.  მის ნაცვლად პარკეტზე შესულმა ჯალენ მაკ გაუგიმ შედარებით უკეთ ითამაშა.

მეორე მეოთხედის მეორე ნახევარში მიხეილ ბერიშვილისა და ლევან გრძელიძის კარგი თამაშით თბილისელებმა შეძლეს სხვაობის შემცირება და ეს მეოთხედი 20:23 წავაგეთ. ორივე მოთამაშემ 7-7 ქულა ჩააგდო. შეხვედრის პირველ ნახევარში ბევრი სამუშაო გასწია რეჯერ დოუელმა, რომელსაც გუნდში მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი (7) ჰქონდა და ამავდროულად 5 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი გააკეთა.

მესამე მეოთხედი საკმაოდ ცუდად დაიწყო მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც ამ მეოთხედში 4 პერსონალურ ჯარიმამდე ავიდა და ირაკლი ხოშტარიას მისი სათადარიგოდ დასმა მოუხდა. ქართველთაგან გამორჩეული კვლავ რეჯერ დოუელი იყო, რომელიც აქტიურად მოქმედებდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა მოგვიპოვა.

თუმცა, "დინამოს" ძალიან ბევრი დაკარგვები ჰქონდა და კალათბურთელთა სროლები ხშირ შემთხვევაში არაზუსტი იყო. ამასობაში მეტოქემ რამდენიმე სამქულიანი ჩაგვიგდო და მეოთხედი 20:13 მოგვიგო.

ბოლო მეოთხედი კატასტროფული გამოდგა, მიხეილ ბერიშვილი გააგდეს, პირველ ნახევარშივე 3:15-ზე გაქცევა მოგვიწყო "არისმა". საბოლოოდ ამ მეოთხედში 16:23 დავმარცხდით. ერთადერთი ნათელი წერტილი ბოლოს შესული ჯორდან სვოფშირი გახდა, რომელმაც სამი სამქულიანი ჩააგდო.

საბოლოოდ შეხვედრა 64:90 დავთმეთ და თბილისშივე გადაწყდა შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედი.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაში ძალიან ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა საქართველოს ნაკრების კალათბურთელს მერაბ ბოქოლიშვილს, რომელმაც 9-ჯერ ესროლა კალათში და მხოლოდ ერთხელ ჩააგდო. მის დროს გუნდი -30 ქულას აგებდა და მას მარგი ქმედების კოეფიციენტი -2 ჰქონდა.

Sportall.Ge

საპასუხო მატჩი 23 სექტემბერს სალონიკში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ახლობელი თუ თამაშობს ვინმე, გვითხარი ბარემ :) 26 ქულით წაგება არ არის კატასტროფა? ამაზე მეტი რაღა უნდა წაეგოთ?
გიორგი
10:59 21-09-2018
2
კატასტროფულიო და ვიფიქრე 50 ქულით წააგეს-მეთქი. თქვენ ტერმინების მნიშვნელობა არ იცით ან იმდენად სასოწარკვეთილები ხართ, რომ მხოლოდ ფაქტების დამახინჯებით გსურთ ნანატრი ნახვების გამრავლება. გაანადგურეს იტყვიან საფეხბურთო კონტექსტში და გუნდი 3-ბურთიანი სხვაობით იგებს. აბა 4-ბურთიანს რა ჰქვია ან 5-ბურთიანს?
odala
02:15 21-09-2018
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული