ნიკოლოზ დერიუგინის 60 წლის საიუბილეო მატჩი

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ნიკოლოზ დერიუგინს დღეს 60 წელი შეუსრულდა. დერიუგინი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევების მქონე კალათბურთელია. ის გახლავთ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუპოვებია.

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში დერიუგინის სიყრმის მეგობრები, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატსა და ნაკრებში მოასპარეზე ვეტერანი კალათბურთელები ჩამოვიდნენ. ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური მატჩი შედგა, რომელშიც ნიკოლოზ დერიუგინმა თავისი უცხოელი მეგობრების გუნდ „მოსკოვში“ ითამაშა.

გამარჯვება საქართველოს დარჩა – 80:67. ქართველთაგან 26 ქულით ზაზა ღონღაძე გამოირჩა. 24 ქულა ლევან წულაიამ მიითვალა, პაატა გურასპაულის ანგარიშზე
კი 14 ქულა დაგროვდა. თავად იუბილარმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

ნიკოლოზ დერიუგინი

დაიბადა 1959 წლის 30 აპრილს ქუთაისში
სიმაღლე: 206 სმ
1977-86 წლებში თბილისის „დინამოს” კალათბურთელი
თამაშობდა თბილისის „თბილისში”, „ვითაში”, სდასუ-ში, მაფ-სა (უნგრეთი) და „სლოვაკოფარმაში" (სლოვაკეთი)
1978-85 წლებში სსრკ ნაკრების ცენტრი
1995-96 წლებში საქართველოს ნაკრების ცენტრი
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი – 1982; ევროპის ჩემპიონი – 1981; ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის – 1977; ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი – 1980; ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი – 1983; საკონტინენტთაშორისო თასი – 1977, 1979; საქართველოს ჩემპიონი – 1996; საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი – 1993; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი – 1977; სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1982; საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი – 1993.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეჰ, მაგარი იყო! ნურავის ეწყინება და მაგნაირი ცენტრი არ გვყოლია; დღეს რომ 20-25 წლის იყოს, ნბა-ს ვარსკვლავი იქნებოდა
მერაბ გ.
11:35 01-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული