პოლონეთთან მატჩში 16 ქულით ბომბარდირი გახდა გულივერ ახალკაცი, 8 ქულა ჰქონდა ლევან წულაიას, 7 – ამროსი ორმოცაძეს, ხოლო პაატა გურასპულმა შეხვედრა 6 ქულით დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში გამართული 3 მატჩიდან 2 მოიგო და
დებულების თანახმად, საუკეთესო 2 გუნდი პლეი-ოფში გავიდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება, სადაც ჩვენი მეტოქეები ბრაზილიელები იქნებიან. შეხვედრა 31 ივლისს გაიმართება და გამარჯვებულს მეოთხედფინალში ურუგვაისა და რუსეთს შორის უმჯობესი ელის.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით