ზაზა ფაჩულიას მეუღლე: დიდხანს ვიკავებდი თავს ამის დაწერისგან

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას მეუღლემ, თიკა ალავიძემ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადება გააკეთა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მიმართა.

"ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არ დაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვწერ.

როგორ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ნაკრებში გადადონ თავები წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის , როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის!

უბრალოდ სირცხცილია და მე შემრცხვებოდა თქვეს ადგილას.

შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა , მაგრამ თქვენი პირადი ინტერესები მეათე ხარისხოვანია და მოდი ხალხმა შეაფასოს წლების მერე."

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტ უორიორსში" კონსულტანტად დაიწყო მუშაობა.


მკითხველის კომენტარები / 35 /
მართლა რა უბედურებაა, კაცი ამდენს აკეთებდა საქართველოსთვის არა მარტო პარკეტზე მის გარეთაც. რა დაუნახავებითაა სავსე ყველა სფერო. მადლობა ზაზას!
iuri
15:09 08-09-2019
12
სახვას რას ელი ქოცური ქვყნის ქოცური კალათბურთის ფედერაციისგან? აბა ბერას ბურთი ესროლა ჭორვილის სკოლის კალათბურთის დარბაზში ნახავდი რა ამბავი ატყდებოდა
72

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული