დღეს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში სტარტს აიღებს 15-წლამდელთა ევროპის ლიგის გათამაშება, სადაც “საქართველო 2005” პირველი წრის 5 მატჩს გამართავს. ირკლი ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი რიგაში იმყოფება და პირველი შეხვედრისთვის ემზადება, რომელშიც მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის
18 ოქტომბერი, 10:00 – საქართველო 2005 v დინამო (რუსეთი)
18 ოქტომბერი, 15:20 – ზენიტი (რუსეთი) v საქართველო 2005
19 ოქტომბერი, 12:40 – საქართველო 2005 v ოლიმპიეცი (რუსეთი)
19 ოქტომბერი, 18:00 – ცსკა (რუსეთი) v საქართველო 2005
20 ოქტომბერი, 12:40 – საქართველო 2005 v კომოროვი (პოლონეთი)
ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი “საქართველო” 2005″ რიგაში ამ შემადგენლობით იყოფება:
სანდრო ფირცხალავა, ლუკა ბარაბაძე, გიგი ასტამაძე, დაჩი დაშნიანი, ილია ჭავჭანიძე, ლუკა ალავიძე, ბადრი გელაშვილი, თენგო გოგიშვილი, ლუკა ლომთაძე, გიორგი ბერუაშვილი, ანრი ბელთაძე, ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი
აღნიშნულ ასაკში სასელექციო მუშაობას მწვრთნელები გააგრძელებენ და ევროპის ლიგის მომდევნო წრეებში ქართული გუნდის შემადგენლობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გადახალისდება, რათა უფრო მეტ მოზარდს მიეცეს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების მაღალ დონეზე წარმოჩნის შესაძლებლობა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით