კობი ბრაიანტის სიკვდილთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

AutoSharing Option
ESPN-ის ინფორმაციით, რომელსაც გამოცემა ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის (NTSB) სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს, ვერტმფრენი, რომელშიც კობი ბრაიანტი და სხვა ადამიანები იმყოფებოდნენ, საფრენი აპარატის 6-9 მეტრის ზევით მდებარე ბორცვს შეეჯახა.

NTSB-დან განაცხადეს, რომ შეჯახებამდე ვერტმფრენი ცდილობდა ღრუბლების ფენიდან გამოსვლას, შემდეგ მარცხნივ მოუხვია და ამის შემდეგ ბორტთან კავშირი დაიკარგა. ამ დროს სატრანსპორტო საშუალება მიწიდან 700 მეტრზე იმყოფებოდა. ვარდნის დაწყებიდან ძირს დაცემამდე დრო, დაახლოებით, 1 წუთს შეადგენდა.

ასევე, NTSB-ში დაადასტურეს, რომ ვერტმფრენს არ გააჩნდა ხმელეთის ობიექტებთან შეჯახებისაგან გამაფრთხილებელი სისტემა; ეგრეთ წოდებული შავი ყუთი,
ანუ საბორტო თვითჩამწერი და არც პილოტის საუბრის ჩამწერი მოწყობილობა. ამ მიზეზების გამო ტრაგედიის მიზეზების გამოძიებას, დაახლოებით, 1 წელი დასჭირდება.

altკობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნა 2017 წლის მულტფილმში იწინასწარმეტყველეს [VIDEO]

altლებრონის რეაქცია კობის სიკვდილზე - ბრაიანტმა ბოლო "ტვიტი" ჯეიმსს მიუძღვნა - 26 იანვრის დაიჯესტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
რას ნიშნავს და ბირცვი 706-709 მეტრზეა ზღვის დონიდან შესაბამისად შვეულმფრენი დაფრინავდა 700 მეტრზე და ცუდი ხილვადობის გამო შეეჯახა 6-9მეტრით ზემოთ მდებარე ბორცვის თავს rip kobe
1111
10:51 03-02-2020
2
რაღაც ვერ გადათარგმნა ავტორმა,6-9 მეტრიო, ბორცვიო, 700 მეტრი მიწის ზედაპირიდანო....
გიონატ
09:59 30-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული