"პრესბოლისთვის" მიცემულ ინტერვიუში რიგის ვეფ-ისა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ცნობილმა კალათბურთელმა ვალდის ვალტერსმა თბილისის "დინამოსთან" მატჩი გაიხსენა და თქვა, რომ ქართველები თამაშებს ყიდულობდნენ.
- საბჭოთა კალათბურთში როგორი მსაჯობა იყო?
- ერთ ისტორიას მოგიყვებით. თბილისში ჩემპიონატის ტურზე ჩავედით და მატჩის წინ ჩემთან სასტუმროს ნომერში ადამიანი შემოვიდა. მითხრა, აი, შენ ფული და თამაში დათმეო - თქვენ რა, გამოთაყვანდით, სად არის მორალი, სად არის პრინციპი? მე ყველას და იმავე გომელსკის წინაშე თამაშს გავყიდდი? რომ მას ნაკრებიდან ჩემი გაგდების საბაბი მისცემოდა? და მთავარი, შემდეგ ყველას
გაეგო, რომ ვალტერსის ფულით მოსყიდვა შეიძლებოდა?
ის კაცი წავიდა და ბოლოს მითხრა, რომ მაინც წავაგებდით. მიმანიშნა, რომ ვიღაც სხვას მოისყიდიდნენ. მართლაც, მერე გავიგე, რომ ჩვენმა ორმა მოთამაშემ მატჩი გაყიდა. იმ შეხვედრაში 45 ქულა ჩავაგდე და მაინც დავმარცხდით. უბრალოდ, არ მოგვაგებინეს.
- ფულის შემოთავაზება მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ?
- მხოლოდ მათ. ვფიქრობ, მსაჯებზეც მაგრად მუშაობდნენ. თუმცა, უნდა გავიხსენო, როდესაც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოდით, მთელი ჩვენი მიკროავტობუსი რაფი ვეფ-ის უკანასკნელი მოდელის ტელეფონებით იყო სავსე. ყველა დონეზე მსაჯებისთვის მუდამ რაღაცებს ყიდულობდნენ და ჩუქნიდნენ.
მინსკსა და კიევში ყველაზე ლამაზი გოგონები იყვნენ. რა დასამალია, და ვინც წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ქალაქში თამაშობდა, იქ მეგობარი გოგონები ჰყავდა. ეს სსრკ-ის ევროპული ნაწილის ყველა ქალაქს ეხებოდა. მხოლოდ თბილისში არ მუშაობდა. საქართველოს დედაქალაქს თავისი უპირატესობა ჰქონდა. ჩვენს დელეგაციას ერთხელ კასრი კონიაკი აჩუქეს. რა უნდა გვექნა, ჩემპიონატის ტურის 6 დღეში მისი დაცარიელება მოგვიწია. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამოცანას თავი წარმატებით გავართვით.
სხვათა შორის, 2018 წელს ლატვიურ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 1985 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვალდის ვალტერსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გადაბირება მოხდა, თუმცა თავად ვალტერსი სუკ-თან თანამშრომლობას უარყოფდა.
ადრეულ 50-60იან წლებში,როდესაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ მაშინაც პრინციპულ თამაშს ჩვენთან აგებდნენ
მეგობრული და მოქალაქეობრივი რჩევა იქნება ჩემი.
გურიამ რაც იმ მოკლე პერიოდში რეკორდული საქმეები გააკეთა ფეხბურთში ბარე სხვამ დაიტრაბახოს.
ფულით აკეთებდა ვითომ?
გატუზო,იუვეს და მილანს რამდენი სკუდეოც ნაყიდი აქვს იმდეთი თითო მილიონი მე და შენ!გაწყობს?
ფოთის კოლხეთს რაც გაუკეთეს პXXXობა ქვია მაგას, თორე არც გურიას ვერჩი ზოგადად.
ცუდი პრაქტიკა იყო, რომელიც გადმოგვყვა დამოუკიდებლობის მერეც.
თბილისის დინამოს პირველი საევროთასო რაუნდი გავიხსენოთ თუნდაც.
და შიდა ჩემპიონატებში რაც ხდებოდა და ხდება ეგ კიდე ცალკე ტრაგედიაა.
პ.ს. ანლაიქებს ვინც აკეთებს, ამით რამე შეიცვლება თუ რა გგონიათ? :D