"ბასკონია" თორნიკე შენგელიას შემცვლელს კონტრაქტს გაუფორმებს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბასკონიას" მისი კაპიტანი თორნიკე შენგელია დატოვებს და ვიტორიული კლუბი ჩვენებურის შემცვლელის ძებნას შეუდგა.

eurohoops-ის ჟურნალისტი სტავროს ბარბარულისი იტყობინება, რომ "ბასკონიაში" მალე 28 წლის მძიმე ფორვარდი დეშონ ტომასი გადავა (სიმაღლე 201 სმ), რომელსაც "პანათინაიკოსმა" 2018 წელს გაფორმებული სამწლიანი კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუწყვიტა და თავისუფალი აგენტია.

მიზეზი ისაა, რომ კორონავირუსის გამო ბერძნული კლუბი ფინანსურ კრიზისშია და ტომასს მაღალ ხელფასს ვეღარ უხდიდა.

ვადამდე შეწყვეტილ 2019/20 წლების სეზონის ევროლიგის გათამაშებაზე ტომასმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საშუალოდ 13.9 ქულასა და 4.4
მოხსნას აგროვებდა. ის თავის ყოფილ გუნდში 0-ნომრიანი მაისურით თამაშობდა და საუკეთესო ბომბარდირი იყო.

ტომასი ადრე "ნანტერეს" (2013-14), "ბარსელონას" (2014-15), "ოსტინ სპურსის" (2015-16), "ანადოლუ ეფესისა" (2016-17) და თელ-ავივის "მაკაბის" (2017-18) ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული