საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი "ფენერბახჩეს" ჩაუდგება სათავეში, - იტყობინება ESPN-ის ჟურნალისტი ედრიან ვოდნჟაროვსკი.
სტამბულური კლუბი მას სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
კოკოშკოვი 2008-15 წლებში საქართველოს ნაკრების თავკაცი იყო. ამჟამად სერბეთის ეროვნულ გუნდს წვრთნის და უცნობია, იმუშავებს თუ არა ნაკრებში შეთავსებით.
კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, სლოვენია ევრობასკეტ 2017-ის გამარჯვებული გახდა. ის პირველი ევროპელია, რომელიც NBA-ს გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო - 2018/19 წლების სეზონში "ფინიქს სანსს" ედგა სათავეში, ხოლო 2019/20 წლების სეზონში "საკრამენტო კინგსის" მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ.
"ფენერბახჩეში" კოკოშკოვი სახელგანთქმულ ჟელკო ობრადოვიჩს შეცვლის, რომელმაც
ამ გუნდში 7 წელი იმუშავა და ერთწლიანი პაუზის აღება გადაწყვიტა.