ცსკა-ს გამარჯვება "ფენერთან" და თოკოს ცუდი მატჩი

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 14 ოქტომბერს, მოსკოვის ცსკა თურქულ "ფენერბახჩეს" ესტუმრა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში დაამარცხა - 78:77.

მატჩის ძირითადი დრო 69:69 დამთავრდა და დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც თურქულ გრანდს ნაკლებად გაუმართლა და რუსებმა გამარჯვება მოიპოვეს.

თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 26 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა, 1 გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ. ქართველი ძალიან დაბალი, კერძოდ, 22%-ით, უტევდა ფარს, მაგრამ დაცვაში შესანიშნავი თამაშის გამო მაინც მყარად იდგა გუნდის ძირითად ხუთეულში.

რუსების მხრიდან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ვილ კლაიბურნმა, რომელმაც ძლივს ამ სეზონშივე დაანახა გულშემატკივრებს თავისი
ძალა. ვილის ანგარიშზე 30 წუთში 26 ქულა, 6 მოხსნა, 2 გადაცემა და 2 ჩაჭრაა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ანგარიშის გამათანაბრებელი და ოვერტაიმში წინ გამყვანი სროლა სწორედ ამერიკელს ეკუთვნოდა.

თურქული გრანდიდან ორი კალათბურთელი გამოირჩა: ფრანგი, CSKA-ს ყოფილი შემტევი ნანდო დე კოლო და ამერიკელი ჯარელ ედი.

დე კოლოს ანგარიშზე 21 ქულა, 6 მოხსნა, 1 გადაცემა, 2 ჩაჭრა გახლდათ, ხოლო ედიმ 18 ქულა შესძინა გუნდს. სნაიპერმა 6/6 სამქულიანი ჩააგდო.

ორივე გრანდს მოგება-წაგების ბალანსი 2:1-ზე აქვს.

შემდეგ მატჩში FENERBAHCE BAYERN-ს უმასპინძლებს, ხოლო CSKA - ALBA BERLIN-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული