საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, POST TV-ის ეთერში ემოციური მიმართვა გაავრცელა და თავის პრობლემაზე ისაუბრა.
ის ამბობს, რომ ჩინეთში გამგზავრება სურს, სადაც მისი ფეხმძიმე მეუღლე და 2 წლის შვილი არიან, მაგრამ ჩინეთის საელჩოში უსამართლოდ მოექცნენ და აპლიკაცია დაუხიეს. მან მიმართვისას ცრემლები ვერ შეიკავა.
დიქსონი საქართველოს მოქალაქეა და დახმარებას ითხოვს.