წაუგებელი გუნდის სტატუსით მხოლოდ 3 გუნდი სარგებლობს. “ცხუმ-აფხაზეთთან” ერთად წაგების გემო არ განუცდიათ სუპერლიგის ლიდერ თსუ-სა და მის კვალში მდგომ “ქუთაისს”. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა ცხუმელებმა “ტიტებთან” მე-3 პერიოდის ჩაგდების მიუხედავად მოახერხეს მობილიზება და გამარჯვებამდე მისვლა.
რეალურად კი, მატჩის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. შეხვედრის დასრულებამდე 33 წამით ადრე “ტიტები” ქულას აგებდა და უტევდა. გვერდითი ხაზიდან
“ტიტებს” თამაშის გადასარჩენად 6 წამი დარჩა, რა დროშიც ისააკ ასრატმა სამქულიანის სროლა მოასწრო, მაგრამ ააცილა და შეხვედრაც ცხუმელებმა მოიგეს. გამარჯვებულებს 22 ქულითა და 9 მოხსნით ალექს ფიკოკმა ულიდერა. 10-10 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა და ტაილერ გრინმა მიითვალეს. “ტიტებში” საუკეთესო შედეგი ჯავიონ ოგუნიემიმ დააფიქსირა – 15 ქულა, 14 მოხსნა, ხოლო ბომბარდირი 28 ქულით ჯორდან რობერტსონი გახდა.
წყარო: gbf
17 ქულა და 14 მოხსნა - ნაკრების წევრმა გამარჯვება უზრუნველყო