ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელი გოგონები ადვოკატებს შეხვდნენ

AutoSharing Option
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელი გოგონები PHR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა პროექტის "ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიზნით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ძალადობის ფორმებსა და სექსუალურ შევიწროებაზე ინფორმაციის მიწოდება.

ორგანიზაციის ადვოკატებმა მონაწილეებს გააცნეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ორი კვლევის შედეგები, ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაზე სპორტში, ისაუბრეს კვლევის მთავარ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე.

ადვოკატებმა სპორტსმენებთან ისაუბრეს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაზე სპორტში და ქვეყნის შიგნით სპორტის სფეროში არსებულ პრობლემებზე. ასევე განიხილეს ძალადობის პრევენციისა და
საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმები. მონაწილეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში თარგმნილი და გაზიარებული მსოფლიო დონის ათლეტი ქალების ისტორიებს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და კალათბურთელები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას დისკუსიაში.

ყველა მონაწილეს წინასწარ გაეგზავნა პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი მაისურები. 

gbf

alt"კალათბურთი იმსახურებს საუკეთესოს" - ვიქტორ სანიკიძის მიმართვა

altღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული