საკანდელიძის და ქორქიას მემორიალის პირველი ნახევარფინალისტი "მეგაა"

AutoSharing Option
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე დღეს მეორე ტურის თამაშები გაიმართა და პირველი ნახევარფინალისტიც გამოვლინდა. საკალათბურთო კლუბმა “მეგამ” სამგუნდიან ჯგუფში მეორე მატჩიც მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. ამ ჯგუფის დარჩენილი 1 შეხვედრა მხოლოდ2-3 ადგილების მფლობელებს გაარვევს, ხოლო პირველადგილოსნის ვინაობა გადაწყვეტილია.

სუპერლიგის დებიუტანტი “მეგა”, რომელმაც პირველ ტურში მართალია განახევრებული, თუმცა მაინც მძლავრი თსუ დაამარცხა, დღეს “კაკტუსსაც” სძლია და მემორიალის მონაწილე 12 გუნდიდან პირველია, რომელმაც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

“მეგა” რაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა ჩაიბარა, ზედიზედ 34 მატჩია იგებს. სუპერლიგის პირველი წრის ბოლო 2
შეხვედრა გუნდმა დეკემბერში მოიგო, გუშინ და დღეს კი ქორქია-საკანდელიძის მემორიალზეც იმარჯვა და ნახევარფინალშია. “მეგას” 4 გამრჯე ლეგიონერი ჰყავს, რომლებსაც თუ ქართველებიც კარგად აუწყობენ ფეხს, გუნდი ძალიან წარმატებულად ასპარეზობს. პირველი პერიოდი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 18 ქულით მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ 2 ახალი ლეგიონერით მოთამაშე “კაკტუსმა” ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, საბოლოოდ გამარჯვება მაინც “მეგას” დარჩა.

გამარჯვებულებს 17 ქულითა და 5 პასით ტაილერ კორბინმა ულიდერა. 14 ქულა და 9 მოხსნა დემონტე ფლანინგანმა, ხოლო 12 ქულა ოთარ ბულიავამ მიითვალა. “კაკტუსში” 15 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ჯორდან ფორბსი, 11 ქულა ახალწვეულმა დერიკ ნიუტონმა მიითვალა.

ამ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში თსუ “კაკტუსს” შეხვდება, თუმცა ამ მატჩის შედეგი ჯგუფში მხოლოდ 2-3 ადგილებს გაანაწილებს.

GBF.GE.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული