შარშანდელი ფინალი არ შედგა. 2021 წლის მემორიალის ფინალში “ქუთაისმა” “ვერა” დაამარცხა. იმერული კლუბი ტიტულს დაიცავს, თუმცა არა ამჯერად “მეგასთან”. ფინალური შეხვედრა ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში 25 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება ნახევარფინალურ მატჩს, ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო
თამაშის უმეტეს დროს ვერა იყო წინ. ბოლო პერიოდის წინ გასიტაშვილის გუნდი 79:70 ლიდერობდა, თუმცა მეგამ ბოლო ათწუთეულში დიდებულად ითამაშა. დასრულებამდე 2 წუთით ადრე ვერელები 5 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა დარელ ბრაუნმა და ზაკ სელიასმა გათანაბრება მოახერხეს – 96:96. ბოლო წუთზე კი მეგას ლეგიონერებმა იყოჩაღეს. ჯიმონ ჰენსონმა სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც დემონტე ფლანიგანმა ვერელებს ჩაუჭრა და ორქულიანი გარღვევით თავისიანებს გამარჯვება დაუბევა.
საუკეთესო 29 ქულით და 5 პასით ჯიმონ ჰენსონი გახდა. ფლანიგანის ანგარიშზე 22 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. შედეგიანობით გამოირჩა ოთარ ბულიავა – 16 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი. აღსანიშნავია ახალგაზრდა გიორგი კობახიძის კარგი თამაში, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და თავისიანების გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. “ვერაში” 35 ქულითა და 11 მოხსნით ზაკ სელიასი გამოირჩა, 30 ქულა დარელ ბრაუნის ანგარიშზეა.
GBF.GE