მშენებარე სპორტის სასახლეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნივერსიტეტის ქუჩაზე, მშენებარე სპორტის სასახლეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 10-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

როგორც ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ხანძრის გაჩენის დროს გვერდით შენობაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

„როდესაც ხანძარი გაჩნდა, ვიმყოფებოდი გვერდით შენობაში. ის შენობა, რომელსაც გაუჩნდა ხანძარი, მასპინძლობს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, 4 მასპინძელ ქვეყანას შორის იყო საქართველოც, რამდენად მოახერხებს ამ სტატუსის შენარჩუნებას, უცნობია. ერთ-ერთი ბოლო გამოვედი გვერდით შენობიდან, რომელშიც იმყოფებოდა 100-მდე ადამიანი. ვხედავდით, რომ ხანძარი გაჩნდა და მოგვიწოდეს მალევე დაგვეტოვებინა ტერიტორია.
სახანძრო ბრიგადები ძალიან მალევე იყვნენ ადგილზე", - აღნიშნა ზაზა კონცელიძემ.

წყარო: IPN.GE

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნაციხარ გეგე?არ გიტყდება ნაცობა?რა პირად წყენაზე იძახი ქართველებს რომ ხოცავდნენ ვერ ხედავდი? მაგრამ არ ხარ ქართველი,არარატ უფტოა შენი სიახლოვე ალბათ,,
გეგე-ს
10:47 28-02-2022
1
და ასევე უკრაინის თემა
გეგე
09:34 28-02-2022
0

სიახლეები პოპულარული