იშვიათად ხდება, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ფინალში წაგებული გუნდის მოთამაშე სახელდება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ამ მხრივ ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილი გახლდათ. სუპერფინალური ტურნირის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე მათე ხატიაშვილი გახლდათ, რომელიც 1 თავით მაღლა იდგა ყველა ოპონენტზე.
ევროპის ლიგაში ასპარეზობით ქართველმა 14-წლამდელებმა დიდი გამოცდილება მიიღეს, რომელიც მათ განვითარებასა და კონკურენტუნარიან მოთამაშეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. მათე ხატიაშვილი ლატვიიდან ესპანეთში დაბრუნდება, სადაც ის “ბასკონიაში” ვარჯიშობს ამ კლუბსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 14-წლამდელთა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში პირველ ეტაპზე 15 მატჩი გამართა, საიდანაც 10 მოიგო და დასკვნით ეტაპზე იასპარეზა. სუპერფინალს ლატვიის დედაქალაქმა უმასპინძლა, სადაც საქართველომ ძლიერი ლიეტუვური და ლატვიური გუნდები დაამარცხა და ფინალში გავიდა, შემდეგ კი ტურნირზე “უაილდ ქარდით” მიწვეულ უნგრულ გუნდთან ქულით დამარცხდა. “რატგებერს” ამ სეზონში ევროპის ლიგაზე სუპერფინალამდე მონაწილეობა არ მიუღია.
GBF
რა დონეზეც ვართ ახალგაზრდებში, ეს ძალიან კარგად ჩანს კონტინენტის პირველობებზე. ხოლო აქ რამოდენიმე ევროპული კლუბის დამარცხება აღტაცების მიზეზი ნამდვილად არ უნდა იყოს.
მე ვფიქრობ რომ თვით ის ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი კლუბების ჩემპიონატში გამოდის და 10-დან 5 თამაშს აგებს (და არა მგონია მათი მოწინააღმდეგეები ბარსელონები და რეალები ყოფილიყვნენ) განგაშის ზარების შემოკვრის საბაბი უკვე არის.