ფაჩულია და ქართველი კალათბურთელები JUNIOR NBA-ს კემპზე

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და Junior NBA-ს თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიის დედაქალაქში 2 ქართველი მოზარდი მასშტაბურ კემპში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ამასთან ერთად, მასშტაბურ და პოპულარულ ღონისძიებაში მონაწილეობას მწვრთნელი ნიკა ბურჯანაძე და ნბა-ს ერთ-ერთი ამბასადორი ზაზა ფაჩულია იღებენ. ქალაქი რომი, 3-დან 8 მაისის ჩათვლით, Junior NBA-ს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის კემპს უმასპინძლებს, რომელშიც აღნიშნული რეგიონების 25 ქვეყნის 13-14 წლის ასაკის 60 ბიჭი და გოგონა მიიღებს მონაწილეობას.

კემპი ჩატარდება იტალიისა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო კომპლექს Stella Azzura-ში, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად
Junior NBA-ს ლიგებში მონაწილე მწვრთნელებიც არიან მიწვეულნი. ლიზი ტიალაძესთან და საბა ტატანაშვილთან ერთად რომში გაემგზავრა საკალათბურთო კლუბ “ვინგსის” მწვრთნელი ნიკა ბურჯანაძე. კემპის ფარგლებში ვარჯიშებსა და სემინარებს ჩაატარებენ ნბა-სა და WNBA-ს ყოფილი ვარსკვლავები და მწვრთნელები: ზაზა ფაჩულია, ვლადიმერ რადმანოვიჩი, რონი ტურიაფი, ანასტასია კოსტაკი. კემპის მონაწილე ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის სემინარებს ჩაატარებს ნბა-ს ყოფილი მწვრთნელი რაიან სანდერსი.

„მოუთმენლად ველი ამ ბანაკში გამოვლენილ ნიჭიერ და იმედისმომცემ ახალგაზრდებს ჩვენი რეგიონიდან, – აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ. – ასეთი ინტენსიური საკალათბურთო გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება, რადგან ისინი კალათბურთის განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადიან.”

„მოხარულნი ვართ, ვუმასპინძლოთ 60 გამორჩეულ ახალგაზრდა ბიჭს და გოგონას ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან რომის Stella Azzurra-ს კომპლექსში, – თქვა NBA-ს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკალათბურთო ოპერაციების ასოცირებულმა ვიცე-პრეზიდენტმა ნილ მაიერმა. – Junior NBA EME Elite Camp-ი უნიკალურ და საინტერესო შესაძლებლობას აძლევს ჩვენი რეგიონის მოთამაშეებს, იასპარეზონ უცხო ქვეყნების თანატოლებთან ერთად და გამოცდილი მწვრთნელებისგან შეითვისონ ის, რაც მათ მომავალში საკუთარი კარიერის განვითარებაში დაეხმარებათ”.

გარდა საკალათბურთო ვარჯიშებისა, ჩატარდება აღმზრდელობითი სემინარები გუნდური მუშაობის პრინციპებთან, ურთიერთპატივისცემასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 28 ქვეყნიდან 2021-22 წლებში Junior NBA-ს ლიგებში 37 000-ამდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
შემოგევლე ზაზა, მაგარო კაცო!!!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული