პირველ ეტაპზე საინტერესო მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში 4 ჯგუფის გამარჯვებული გავიდა. Biodrone-მ პირველ ნახევარფინალში 17:9 სძლია GBA-ს, ხოლო ძინამომ უფრო დამაჯერებლად – 20:9 მოუგო EAGLE-ს.
ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის დასასრულიც თანაბარი იყო. ძინამოელებს, რომლის ღირსებასაც ალექსანდრე მაისურაძე, ნიკა ქოზაშვილი, გაგი მღებრიშვილი და ლევან ფირცხელიანი იცავდნენ, გამარჯვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ 20:19 დაწინაურებულებმა
გამარჯვებულ Biodrone-ს საპრიზო ფონდიდან 500 ლარი შეხვდა, ხოლო ძინამოს 200-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. პრიზიორები კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.
მომავალ კვირაში 3x3Fall2022-ის მორიგი ტურნირი გაიმართება 18 წლამდე ვაჟებს შორის.
GBF