რატიშვილი თურქეთისა და სლოვენიის ნაკრებთა მატჩს მოემსახურება

AutoSharing Option
ქალთა კალათბურთში ახლა სანაკრებო ფანჯარაა და უახლოეს დღეებში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები გაიმართება. ამ შეხვედრებში ქართველი ტექნიკური დელეგატი მერაბ რატიშვილი აქტიურადაა ჩართული. ფიბას ერთადერთი ქართველი კომისარი თურქეთისა და სლოვენიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას მოემსახურება, რომელიც 27 ნოემბერს ქალაქ მერსინში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერს რიგაში გამართულ კაცთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩზე ლატვია–დიდი ბრიტანეთი რატიშვილმა ტექნიკურ დელეგატად იმუშავა და ზოგადად, 2022 წელს მას არ გამოუტოვებია არც ერთი სანაკრებო ფანჯარა არც ქალებში და არც ვაჟებში, სანაკრებო მატჩს რომ არ
მომსახურებოდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები მერაბ!
ლაშა
18:47 25-11-2022
0

სიახლეები პოპულარული