რატიშვილი კლაიპედაში ტექნიკურ დელეგატად ბრუნდება

AutoSharing Option
მოახლოვდა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნითი ფანჯარა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის. საქმეშია ფიბას ერთადერთი ქართველი ტექნიკური დელეგატი მერაბ რატიშვილიც, რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის სანაკრებო მატჩის მომსახურება უწევს.

რატიშვილი კლაიპედაში ლიეტუვისა და უნგრეთის მატჩს მოემსახურება. იგი შეხვედრის ტექნიკური დელეგატი იქნება და მისი შესამოწმებელი იქნება ამ მატჩთან დაკავშირებული ყველა დეტალი – განცხადებიდან დაწყებული, “შვიტურიო” არენის ტექნიკური გამართულობით. სხვათა შორის, ეს ის არენა გახლავთ, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი ევრობასკეტი ითამაშა 2011 წელს და მაშინ რატიშვილი
ჩვენი გუნდის გენერალური მენეჯერი გახლდათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ რატიშვილს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე გამართული 6 ფანჯრიდან 7 მატჩის მომსახურება მოუწია, რაც ქართველი ტექნიკური დელეგატისთვის ფიბას მხრიდან სოლიდური აღიარება და დაფასებაა.

ლიეტუვისა და უნგრეთის მატჩი 23 თებერვალს გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
შვიტურიო არა შვრია კიდე. შვიტურის არენა არის ეგ , ლუდის სახელს ატარებს
დინამო 72
22:47 21-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული