16-წლამდელთა ჩემპიონატში დარეგისტრირებული გუნდების რაოდებონობა 47-ს შეადგენს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ გაკეთდეს სამივე – A, B და C ლიგები. შესაბამისად, მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირის
შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში (ისევე, როგორც სხვა ასაკებში) 14 გუნდია, საიდანაც 4 ადგილი კვოტირებით რეგიონის გუნდებს – ქუთაისს, რუსთავს, თელავს და ფოთს ერგოთ. დარჩენილი 10 საგზური საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად უნდა გამოვლინდეს. გათამაშების ფორმატის თანახმად, A ლიგის საგზური პირდაპირ მიიღო 12 ჯგუფის საუკეთესო 8 პირველადგილოსანმა. დარჩენილი 2 საგზურისთვის 4 დანარჩენი პირველადგილოსანი და 4-იც საუკეთესო მეორეადგილოსანი იბრძოლებს.
8 გუნდი პლეი-ოფის სისტემით 2 საუკეთესოს გამოავლენს, რომლებიც A ლიგის საგზურებს მიიღებენ. პლეი-ოფში სერიები 2-მატჩიანი იქნება. პლეი-ოფის ფინალში გასული გუნდები, რაკიღა საგზურებს მოიპოვებენ, ერთმანეთს აღარ შეერკინებიან.
ასე და ამგვარად, A ლიგის საგზურები ჯგუფური ეტაპის საუკეთესო 8 პირველადგილოსანმა მიიღო. ესენი არიან: ჰიუნდაი 1, ორბი 1, ზაზა 1, ბრუკლინი 1, დინამო, თბილისი ბასკეტი 1, ოვერტაიმი 1, ვინგსი 1. დავაზუსტებთ, რომ A ლიგის საგზური ერგო C ჯგუფის გამარჯვებულ ბათუმს, რომელმაც საკუთარი სტრატეგიული მიზეზებით უარი თქვა უმაღლესში ასპარეზობაზე და მისი ადგილი რიგით მომდევნო პირველადგილოსან ორბი 1-ს ერგო. ბათუმი პლეი-ოფში ითამაშებს და თუკი ფინალში გავა, A ლიგის საგზურს ნახევარფინალში მისგან ძლეულ გუნდს დაუთმობს.
დებულების თანახმად, 10 საუკეთსო გუნდს მიღმა (A ლიგის საგზურების გარეშე) დარჩენილი რიგითობით 24 საუკეთესო გუნდი (11-34 ადგილებზე გასულები) 16-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგაში იასპარეზებს, ხოლო დანარჩენები (35-47 ადგილები) C ლიგაში ითამაშებენ.
წაროგიდგენთ A ლიგის დარჩენილი 2 საგზურისთვის გასამართი პლეი-ოფის კალენდარს:
GBF