18-წლამდელთა A და B ლიგებში პლეი-ოფი საინტერესო ორთაბრძოლებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი-ოფი საინტერესოდ დაიწყო. ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა საკალათბურთო კლუბმა “ვინგსმა”, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი 12-დან 12 გამარჯვებით დაასრულა. ნიკა ბურჯანაძის გუნდი ტურნირის უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და ახლაც ითვლება, თუმცა “ვინგსის” უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ჩემპიონატის პლეი-ოფი ამით უფრო და უფრო დაძაბული გახდება. "ვინგსის" მძლეველი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი (ZPA) გახლავთ, რომელმაც მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი ურთულეს ბრძოლაში – 70:67 მოუგო "ვინგსს".

მატჩი ZPA-ს აქტიური და შედეგიანი თამაშით დაიწყო. აკადემიელებმა პირველი პერიოდი 16:9 მოიგეს, რის შემდეგაც "ვინგსის" ხანგრძლივი დევნა
დაიწყო. ბურჯანაძის გაწვრთნილი გუნდი ნელ-ნელა ჩამორჩენას ამცირებდა და ბოლო პერიოდში ანგარიში ხომ გაათანაბრა, ირაკლი ახალაიას მიჯრით ჩაგდებული ბურთებით 62:58 დაწინაურდა.

გიორგი ჩაჩხიანის გაწვრთნილმა ზაზას აკადემიელებმა პრესინგს მიმართეს და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდეს. შედეგად ანგარიში გათანაბრდა, საბა ნარიმანიძის და სოსო გუგუციძის ქულებით ZPA ისევ დაწინაურდა და ბოლო წუთმაც მოატანა. ორმხრივი შეცდომების ფონზე სათამაშო დრო ისე ამოიწურა, ბოლო წუთ-ნახევარში ბურთი აღარ ჩავარდნილა. ზაზას აკადემიამ გაიმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

გამარჯვებულთაგან ყველაზე სარგებლიანი ალექსანდრე მგელაძე გახლდათ, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 5 ჩაჭრა და და 3 დაფარება მიითვალა. საბა ნარიმანიძემ 19 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. 11-11 ქულა სოსო გუგუციძისა და ილია სულაძის ანგარიშზეა. "ვინგსში" 33 ქულით ნიკოლოზ გურგენიძე გამოირჩა. 11 ქულა და 12 მოხსნა ირაკლი ახალაიას ანგარიშზეა. ამ გუნდებს შორის სერიის მეორე მატჩი 25 აპრილს გაიმართება და თუ ისევ ZPA მოიგებს, ნახევარფინალში გავა. თუ - არა, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნება.

18-წლამდელთა A ლიგის მეორე საპლეიოფო მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა იოლად – 76:49 დაამარცხეს ბათუმის “ბასკო” და სერიაში დაწინაურდნენ. სერიის მეორე მატჩი აჭარის დედაქალაქში 25 მარტს გაიმართება.

დღესვე სტარტი აიღო 18-წლამდელთა B ლიგის პლეი-ოფმაც. მეოთხედფინალის ოთხივე სერიაში თითო შეხვედრა გაიმართა.

ყველაზე დაძაბული "ოვერტაიმი 2"-ისა და "ჰიუნდაი 2"-ის შეხვედრა გამოდგა. ჰიუნდაელებმა დაძაბულ ბრძოლაში – 76:75 იმარჯვეს. ასევე დაძაბული იყო "ზაზა 2"-ისა და "ქუთაისი 2"-ის შეხვედრა, რომელშიც ზაზას აკადემიელებმა 2 ქულით – 73:71 იმარჯვეს.

"ჰიუნდაის" პირველმა გუნდმა თსუ არ დაინდო – 112:61. მეოთხე წყვილში "რუსთავი 2"-მა "თბილისი ბასკეტ 2"-ს აჯობა – 87:69. საპასუხო მატჩები 20, 21 და 22 აპრილს გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
წესით მეორე უნდა ყოფილიყო ერთ ერთ გუნდთან ბრუკლინთან გარკვეული მიზეზების გამო.წაუგებელი არა ის კიდო რუსთავი 10 დან 10 მოიგებს ვინგზს.ზაზა კიდო მაგარია გაშვებული ბავშვებს რომ აბრუნებენ და ათამაშებენ ფინალისთვის ალბათ უცხოეთში განვითარებული ბავშვებით შეავსებს და მერე იტყვიან ასე და ისეო ...ვაი რა ეშველება ქართულ კალათბურთს.
ეს დალოცვილი რეგულარული სეზონის ჩატარებას რა უდგას წინ თვეში 2 თამაში მაიც და 2 წრედ.რა უშლით ხელს მაინტერესებს.ეს დალოცვილი დარბაზები ბევრია და რატო.ყველა რეგიონში 1 დარბაზი მაიც არის თბილისში უკვე 4 დარბაზია...და საერთოდ ახალი დარბაზი რისთვის ააშენეს თუ ქართული კალათბურთი არ ათამაშეს....და რა შეკრებებიც იმართება კარგად ვიცით.
არ დაბლოკოთ
მოქალაქე
17:42 20-04-2023
0

17:41 20-04-2023
0

სიახლეები პოპულარული