ბოლო 4 თვეში პროგრამის ფარგლებში აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა კახეთში, ქვემო ქართლში, აჭარაში, შიდა ქართლში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში იმყოფებოდა. გასულ კვირაში მორიგი გასვლა განხორციელდა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
გორიდან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთისკენ დაიძრნენ, სადაც ახალციხის სპორტსკოლას ესტუმრნენ. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის წევრებს ადგილზე დახვდათ ახალციხის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ახალციხის საკალათბურთო დარბაზი ჯერაც სარემონტო მდგომარეობაშია და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, მისი რეაბილიტაცია მალე დასრულდება, რაც საკალათბურთო თვალსაზრისით ისედაც აქტიურ ახალციხეს კიდევ უფრო გამოაცოცხლებს.
ადგილობრივი მწვრთნელის, გიორგი ბეროშვილის ხელმძღვანელობით, ახალციხის საკალათბურთო სკოლაში რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელთა ნაწილიც საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს. ახალციხეში ჩამოსულნი იყვნენ მწვრთნელები ბორჯომიდან, რომლებმაც ასევე მიიღეს საკალათბურთო ინვენტარი მათ ქალაქში არსებული ვაჟთა და გოგონათა გუნდებისთვის.
რეგიონალური კალათბურთის ფედერაციების განვითარების პროგრამა აქტიურად გრძელდება და მორიგი ვიზიტები დაგეგმილია ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, სადაც წინა ჯერზე პროგრამის მონაწილეები 4 თვის წინ იმყოფებოდნენ.
GBF
ონის დარბაზის მდებარეობა ყველას სჯობს კლიმატით.დარბაზი არის მაგარი მისახედი და დიდი გვერდში დგომა ჭირდება.