საქართველოს 3×3 კალათბურთის კაცთა ნაკრებმა ბრატისლავაში ასპარეზობა დაასრულა

AutoSharing Option
ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირი საქართველოს 3×3 კალათბურთელთა კაცთა ნაკრებისთვის წარუმატებლად დასრულდა. ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრა დათმო და ტურნირში ასპარეზობა დაასრულა.

ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ჩეხეთი და საბერძნეთი გახლდნენ, პლეი ოფში კი 2 საუკეთესო გადიოდა. საქართველოს ნაკრების ღირსებას ილია ლონდარიძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, გიორგი კორსანტია, ლევან გოგიჩაიშვილი იცავენ. პირველი შეხვედრა ქართველებმა ჩეხეთთან 14:21 დათმეს, მეორე მატჩში საბერძნეთთან დაძაბულ ბრძოლაში 17:22 წააგეს და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდნენ.

რაც შეეხებათ ქალთა ნაკრებს, ანა ქავთარაძე, კესო ბარბაქაძე, ეკატერინე წივწივაძე და თამარ პაპუაშვილი
დღეს ჯგუფის დარჩენილ 2 შეხვედრას ჩაატარებენ თურქეთისა და უნგრეთის ნაკრებებთან. ჩვენმა ნაკრებმა გუშინ 2 მატჩი ერთნაირი ანგარიშით – 15:21 დათმო ჩეხეთისა და ლატვიის ნაკრებებთან.

საქართველოს ქალთა ნაკრები თბილისის დროით თურქეთს 14:15 საათზე, ხოლო უნგრეთს 18:55 საათზე დაუპირისპირდება. 

GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლონდარიძეს რატომ ვერ გაცდა ქართული კალათბურთი ? რა დროს ლონდარიძეა, უამრავი წარმატებული ახალგაზრდა კალათბურთელი გვყავს და ლონდარიძეს აბონიმენტი აქვს ნაყიდი ნაკრების
გივი_ჩვენ_ვართ
23:55 11-06-2023
1
არასწორია: მესამე ადგილზე გავიდნენ.
სწორია: სამგუნდიან ჯგუფში, მესამე ადგილი დაიკავეს.
მალხაზ ჯობავა
20:05 11-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული