მერაბ რატიშვილი ქალთა ევრობასკეტზე ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩს მოემსახურა

AutoSharing Option
დასრულდა ევროპის 2023 წლის ქალთა საკალათბურთო ჩემპიონატი. ფინალურ მატჩში ბელგიამ 64:58 დაამარცხა ესპანეთი და კონტინენტის ჩემპიონი გახდა. მესამე ადგილი საფრანგეთს ერგო, რომელმაც ბრინჯაოსთვის მატჩში 82:68 დაამარცხა უნგრეთი. სწორედ ამ მატჩს მოემსახურა ფიბას ერთადერთი ქართველი კომისარი მერაბ რატიშვილი, რომლისთვისაც ამ დონის შეხვედრა ახალი ხილი არ გახლავთ.

2019 წელს, ქალთა წინა ევრობასკეტზე რატიშვილი ასევე მოემსახურა მატჩს მე-3 ადგილისთვის. რაც შეეხება დღეს დასრულებულ ევრობასკეტს, ქართველმა კომისარმა ჯგუფური ეტაპის მატჩებზეც იმუშავა, რომელსაც ისრაელმა უმასპინძლა და პლეი-ოფშიც საკმაოდ საპასუხისმგებლო შეხვედრებს მოემსახურა. რატიშვილმა იმუშავა 3 დღის
წინ გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრაზე, რომელშიც მომავალმა ჩემპიონმა ბელგიამ დიდი ანგარიშით მოუგო სერბეთს.

რატიშვილის მიერ მომსახურებულმა საერთაშორისო მატჩების რაოდენობამ 350-ს მიაღწია. ამ რაოდენობის დაგროვებისთვის ქართველ კომისარს კონტინენტის მასშტაბით 14-წლიანი მუშაობა დასჭირდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული