ზაზას აკადემია 2 საქართველოს 16-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
16-წლამდელთა B ლიგა დასრულდა. გუშინ მე-3 ადგილის მფლობელი გაირკვა, რომელიც ზაზას აკადემიის მე-3 გუნდი გახდა, ხოლო დღეს ჩემპიონობა ამავე აკადემიის მე-2 გუნდმა მოიპოვა. რაც შეეხება ზაზას აკადემიის 16-წლამდელთა პირველ გუნდს, ის A ლიგაში ასპარეზობს და ჩემპიონობისთვის იბრძვის და სწორედ ამიტომ, დებულების თანახმად, B ლიგის გამარჯვებულმა "ზაზა 2"-მა A ლიგაში ვერ აინაცვლა. დებულება კრძალავს 1 სკოლის 2 გუნდის უმაღლეს ლიგაში (A ლიგაში) ყოფნას.

"ზაზა 2"-მა ფინალური სერიის პირველი მატჩი გუშინ "მართვესთან" 3 ქულით – 89:92 (სტატისტიკა) წააგო. საპასუხო მატჩში კი ეს
ჩამორჩენა ხომ ამოიღო და მთლიანობაში, 2 მატჩის ჯამში 16 ქულით იმარჯვა. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა "ზაზა 2"-მა კოკა ტომარაძისა და ხათუნა გაბედავას გაწვრთნილი "მართვე" 88:69 დაამარცხა და ჩემპიონობა გაინაღდა.

ჩემპიონებს ილია სულაძემ ულიდერა, რომელმაც 35 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. 31 ქულა მიითვალა მათე ყავლაშვილმა. "მართვეში" 20 ქულით საუკეთესო საბა პეტრიაშვილი იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ "მართვეს" და ზაზა 2-ის წევრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზა ფაჩულიას აკადემია ბავშვებს აფუჭებს განსაკუთრებით უპატრონო ბავშვებს და ასე შემდეგ იქ არის ერთი პიროვნება ვინც მშობლებისგან გამოჩენას ელოდება და თუ მოსთხოვე მერე რაც არ უნდა კარგი ბავშვი იყოს ყურადღება ნული
აბდულა
13:00 30-06-2023
1
რა უხარიათ ბ ლიგის მოგება ან თქვენ რატო აპიარებთ ა ლიგაში მეოთხე გუნდია ყველა საკობრივში
გივი
13:01 30-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული