კირილე თვაური 16 წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალს განსჯის!

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ხორვატიასთან ნახევარფინალურ შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა ფინალი ქართველის გარეშე არ ჩაივლის. B დივიზიონის საჩემპიონო მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ხორვატია და ბულგარეთი შეხვდებიან, ქართველი არბიტრი მოემსახურება.

კირილე თვაურს ფიბა-მ დიდი პასუხისმგებლობა ანდო და ფინალური მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადაში გაამწესა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარინა შალამბერიძე მოემსახურა 16 წლამდე გოგონათა C დივიზიონის ფინალს, ხოლო მიხეილ ვართანოვი სისტემატურად მსაჯობს ასაკობრივი ჩემპიონატების პლეი ოფის მნიშვნელოვან მატჩებს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული