თსუ ფიბა-ევროპის თასზე ფიბას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან მოხვდა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ დაძლია და დებულების თანახმად, ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა. თავის მხრივ, ამ ტურნირსაც ჰქონდა საკვალიფიკაციო ეტაპი, თუმცა ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული გუნდები პირდაპირ ჯგუფში მოხვდნენ.
4-გუნდიან ჯგუფში გერმანულ "გიოტინგენთან" ერთად თსუ-ს მეტოქედ
თსუ-ელებმა დაიმატეს ამერიკელი ფორვარდი კამერონ კრენსტონი, რომელიც უნივერსიტეტელებს გერმანიაში ახლავს, თუმცა, სავარაუდოდ, თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი ისაა, რომ კრენსტონმა ბოლო 4 დღიდან 3 მგზავრობაში გაატარა და თსუ-ს გერმანიაში გამომგზავრების წინა ღამეს შეუერთდა და გუნდთან პირველ ვარჯიშს გიოტინგენში ჩაატარებს.
თსუ გერმანიაში 10 კალათბურთელით ჩავიდა:
ნიკა ჩეჩელაშვილი, ტაირი ბოიკინი, ნოდარ გოგოძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კოპაძე, გიორგი ტურძილაძე, ალექსანდრე მგელაძე, კამერონ კრენსტონი, ალექსანდრე ფევაძე, ნიკოლა ვუიოვიჩი.
ლაფანაშვილის გუნდი გერმანიაში 17 ოქტომბერს, გამთენიისას გაემგზავრა და ქალაქ ჰანოვერში დილის 11:00 საათზე ჩაფრინდა, საიდანაც ავტობუსით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ გიოტინგენში ჩავიდა და სასტუმრო Am Papenberg-ში დაბინავდა. თსუ პირველ ვარჯიშს დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე იმ დარბაზში გამართავს, სადაც ხვალ "გიოტინგენს" დაუპირისპირდება.
შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
GBF.GE