
ფიბა-ევროპის თასის მეორე ტურში თსუ-მ საკუთარ მოედანზე კვიპროსის "კერავნოსი" 63:60 დაამარცხა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი ტაიმი 26:38 დათმო, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ თამაში შემოატრიალა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კახა ჯინჭარაძე იყო, რომელმაც 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 11 ქულა გიორგი ტურძილაძემ ჩააგდო, 9-9 - რატი ანდრონიკაშვილმა და ალექსანდრე ფევაძემ (პლუს 15 მოხსნა), ხოლო 6 - გიორგი ცინცაძემ.
თსუ-ს 1 მოგება აქვს და 2 ნოემბერს იტალიაში "ვარეზეს" შეხვდება.