თსუ-მ ფიბა-ევროპის თასზე დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის თასის მეორე ტურში თსუ-მ საკუთარ მოედანზე კვიპროსის "კერავნოსი" 63:60 დაამარცხა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი ტაიმი 26:38 დათმო, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ თამაში შემოატრიალა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კახა ჯინჭარაძე იყო, რომელმაც 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 11 ქულა გიორგი ტურძილაძემ ჩააგდო, 9-9 - რატი ანდრონიკაშვილმა და ალექსანდრე ფევაძემ (პლუს 15 მოხსნა), ხოლო 6 - გიორგი ცინცაძემ.

თსუ-ს 1 მოგება აქვს და 2 ნოემბერს იტალიაში "ვარეზეს" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
იყო ბევრი შეცდომა, ხარვეზი, მაგრამ მთავარია მოვიგეთ. სასიხარულოა, რომ ლეგიონერების მხოლოდ 6 ქულა გააკეთეს. ჭინჭარაძე ნამდვილი ლიდერი იყო გუნდის.
დიმა
23:48 25-10-2023
2
გილოცავთ ყველას, ქართული საკლუბო კალათბურთისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო! ბრავო თსუ!
Giga
03:34 26-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული