თსუ-მ ფიბა-ევროპის თასზე დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის თასის მეორე ტურში თსუ-მ საკუთარ მოედანზე კვიპროსის "კერავნოსი" 63:60 დაამარცხა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი ტაიმი 26:38 დათმო, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ თამაში შემოატრიალა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კახა ჯინჭარაძე იყო, რომელმაც 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 11 ქულა გიორგი ტურძილაძემ ჩააგდო, 9-9 - რატი ანდრონიკაშვილმა და ალექსანდრე ფევაძემ (პლუს 15 მოხსნა), ხოლო 6 - გიორგი ცინცაძემ.

თსუ-ს 1 მოგება აქვს და 2 ნოემბერს იტალიაში "ვარეზეს" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
ხალხო აქ რო წერთ კვიპროსის გუნდს უნდა ვუგებდეთო აბა რაო.. იცით კვიპროსული გუნდის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურა, ლეგიონერები?? ის რომ ეგ გუნდი წლებია ევროტურნირებს თამაშობს და თან არც ისე ცუდად. ამიტომ დააფასეთ თსუს და ბიჭების შრომა, წარმატება!! ნუ იქნებით დაუნახავები. გილოცავთ ყველას ამ დიდ წარმატებას! წინ თსუ და ქართული საკლუბო კალათბურთი!
Georgian
21:43 27-10-2023
0
ხალხო მე დამადისლაიქეთ პრობლემა არაა, ანდრონიკაშვილის მობრუნება კი არ მიხარია უბრალოდ მწყინს მეგონა გვეშველა ნორმალური გამთამაშებელი გვეღირსა და ამან ვერსად ვერ გაქაჩა.
ეეე
16:00 26-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული