საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფიბა-ევროპის თასზე პირველი გამარჯვება წინა ტურში, თბილისში, კვიპროსულ "კერავნოსთან" მოიპოვა, თუმცა თსუ გამარჯვებასთან ახლოს პირველ ტურშიც იყო, როცა გერმანიაში "გიოტინგენთან" ბოლო წამებზე, დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.
თსუ იტალიაში 11 კალათბურთელით გაემგზავრა. გუნდს ვარეზეში ვერ გაჰყვა ტრავმირებული ტაირი ბოიკინი, რომელმაც ნატკენი საზარდული სუპერლიგის გასულ ტურში, ტყიბულის "ორბთან" კიდევ უფრო დაიზიანა.
გიორგი ცინცაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, ნოდარ გოგოძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კოპაძე, გიორგი ტურძილაძე, ალექსანდრე მგელაძე, კამერონ კრენსტონი, ალექსანდრე ფევაძე, ნიკოლა ვუიოვიჩი.
თსუ ბერგამოში სტამბოლის გავლით ჩაფრინდა, საიდანაც ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ მყუდრო ქალაქ ვარეზეში ჩავიდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სასტუმრო UNAHOTELS-ში დაბინავდა, საიდანაც Itelyum არენა, სადაც ფიბა-ევროპის თასის მატჩი შედგება, ავტობუსით 10 წუთის სავალია.
თსუ დროში შეზღუდულია. ვარეზეში დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩავიდა და პირველ ვარჯიშს საღამოს, 20:30 საათზე გამართავს. ეს იქნება ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდის გენერალური ვარჯიში, რადგან ხვალ თამაშის დღეა და უნივერსიტეტელები მხოლოდ დილის მოთელვას გაივლიან.
"ვარეზესა" და თსუ-ს მატჩი ვარეზეს Itelym არენაზე თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ ეთერში ყურებას შეძლებთ FIBA-ს Youtube-არხზე წარმოდგენილ ამ ბმულზე: www.youtube.com/live/8510xpEc7is?si=tOitJS1KriqDAC7L
GBF.GE