თსუ "ვარეზესთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის თასის მესამე ტურში თსუ, რომელსაც ტრავმირებული ტაირი ბოიკინი ვერ დაეხმარა, გასვლაზე „ვარეზესთან“ 83:109 დამარცხდა.

მატჩმა საკმაო ინტერესი გამოიწვია, 5 300-იანი Itelyum-არენა ორი მესამედით გაივსო. მასპინძელთა უპირატესობა თავიდანვე თვალსაჩინო გახდა. მათ პირველი მეოთხედი 37:16, ხოლო პირველი ტაიმი 71:33 მოიგეს, საბოლოოდ კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდიდან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი კახა ჯინჭარაძე იყო, 17 ქულა ნიკოლა ვუიოვიჩმა ჩააგდო, 14-14 - გიორგი ცინცაძემ და გიორგი ტურძილაძემ, 7 - ალესანდრე ფევაძემ, 6 - რატი ანდრონიკაშვილმა, 4 - კამერონ კრენსტონმა, 2 კი -
ნიკა ჩეჩელაშვილმა.

თსუ ჯგუფში 1 მოგებით მესამე ადგილზეა და 8 ნოემბერს ლიდერ „გიოტინგენს“ უმასპინძლებს.

altთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ვარეზეს Itelium-არენაზე ივარჯიშა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
რო მოყარეთ ეს ვითომ ვარსკვლავები იმიტომაც თამაშობთ ,,კარგად,, აცალეთ და ათამაშე ისინი ვინც მოიყვანა გუნდი ჩემპოონობამდე
ჯუმბერი
08:57 03-11-2023
2
პირველი ტაიმი ანდრონიკაშვილის კისერზეა. მხოლოდ თავის თავზე თამაშობდა და თან არაფერი გამოსდიოდა. რატი, კალათბურთი გუნდური თამაშია ბიძია, გუნდური.
ნიკა
05:36 03-11-2023
0

სიახლეები პოპულარული