საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს!

6 დეკემბერს გამართულ გამგეობის სხდომაზე დავით საყვარელიძემ წევრებს თავისი 1-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ბატონ დავითს, ხოლო გამგეობას ახალი გენერალური მდივნის პოსტზე ლაშა გამყრელიძის კანდიდატურა წარუდგინა. შეგახსენებთ, რომ გამყრელიძე ერთი წლის განმავლობაში სწორედ გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე იგი გამგეობის წევრი, საქართველოს კალათბურთელთა კავშირის პრეზიდენტი და ვეტერანი მოთამაშე გახლდათ. გამგეობის საერთო გადაწყვეტილებით, ლაშა გამყრელიძე არჩეულ იქნა ახალ გენერალურ
მდივნად და იგი უკვე დღეიდან მოვალეობების შესრულებას შეუდგება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ქართული საკალათბურთო საზოგადოების სახელით, მადლობას ვუხდით დავით საყვარელიძეს გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო ლაშა გამყრელიძეს წარმატებას ვუსურვებთ ახალ თანამდებობაზე.

GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები კაი კაცს,ლაშა ნახალოვკას ერთი დარბაზი რო ქონდეს მგონი ურიგო არ იქნებოდა ))
მირო
14:55 10-12-2023
0
როგორი მსროლელიც იყო, თუ ისეთივე იქნება საქმეშიც, მაშინ დაერხა ქართულ კალათბურთს
დააT
15:40 08-12-2023
0

სიახლეები პოპულარული