"კავკასია" 2018 წელს შეიქმნა და 4 სეზონი “ა” ლიგაში გაატარა, საიდანაც სუპერლიგაში 2022 წელს აღზევდა. სადებიუტო სეზონში "კავკასიამ" სუპერლიგის ბრინჯაოს მედალი მოიგო, მიმდინარე სეზონში კი მძიმე სტარტის მიუხედავად შემადგენლობაში გონივრული ცვლილებები განახორციელა და დღეს თავისი პირველი ტიტული – საკანდელიძე-ქორქიას თასი მოიგო.
ფინალურ მატჩში კავკასიელებმა დამაჯერებლად დაამარცხეს "ქუთაისი-2010", რომლისთვისაც აღნიშნულ ტურნირს განსაკუთრებული მნიშვნელობა
"კავკასიამ" ფინალი დამსახურებულად მოიგო. ბექა წივწივაძემ და მისმა ასისტენტებმა – გოგა ცეკვავამ და საბა ჯაყელმა დიდი სამუშაო გასწიეს. "კავკასიის" მწვრთნელთა შტაბი მემორიალს ყველა თამაშს დაესწრო. წივწივაძე ასისტენტთან ერთად ყველა შესაძლო მეტოქის მატჩს დარბაზშიც უყურებდა და როგორც აღმოჩნდა, ვიდეო-სკაუტინგსაც წარმატებით აწარმოებდა. "კავკასიამ" ძალიან ძლიერ "ქუთაისს", რომელმაც ნახევარფინალში სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი თსუ დაჯაბნა, შანსი არ დაუტოვა. აღსანიშნავია, რომ წივწივაძის გუნდს შორი სროლები წაუვიდა და მესამე პერიოდში რომ მეტოქეს გაექცა, დიდწილად სამქულიანების დამსახურებაა, თუმცა მხოლოდ გამართლების ხარჯზე თამაშს ვერ მოიგებ. კავკასიელებმა გააზრებულად, სწორი კალათბურთი ითამაშეს და როცა გეგმას მიჰყვები, მწვრთნელის დავალებას ასრულებ, ბურთებიც ვარდება.
GBF.GE