09:27 21-07-2024
სამხრეთ სუდანს სენსაციამდე რამდენიმე წამი დააკლდა - აშშ მარცხისგან ლებრონ ჯეიმსმა იხსნა [VIDEO]
AutoSharing Option
აშშ-მა პირველი ტაიმი 42:58 წააგო და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ აფრიკელები იყვნენ, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 8 წამით ადრე, 39 წლის ლებრონ ჯეიმსმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ლებრონმა აშშ-ს ნაკრებს 23 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი შესძინა.
ენტონი დევისმა 15 ქულა, 11 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
სამხრეთ სუდანის უკანახაზელმა, ქარლიკ ჯონსმა, 11 ქულით, 10 მოხსნითა და 10 შედეგიანი პასით სამმაგი დუბლი შეასრულა.
აშშ-ს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს 22 ივლისს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ე ბიჭო, ვინმე სუდანელი კალათბურთელის ნატურალიზება რომ მოვახდინოთ ეგეც არ გვიშველის? მონდომება მაინც ექნება და თუ არ გვიშველის იაფი მაინც დაგვიჯდება ბოლო-ბოლო )))
27
2
ოლიმპიადაზე ყველა ევროპულ გუნდს ვუქომაგებ და მჯერა ამათ ამოტენიან :) ასეთი გაბღენძილი და თავდაჯერებულები რომ დადიოდნენ იმიტომაცბამოტენა სუდანმა :) ბოლო წამზე კი ჯარიმაც იყო მისაცემი და მერე სუდანი ნამდვილად გაიმარჯვებდა, მაგრამ როდის სწყალობდა პატარა ერს მსაჯობა?! ტიპებმა არც კი გადაამოწმეს..
15
7
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული