სამხრეთ სუდანს სენსაციამდე რამდენიმე წამი დააკლდა - აშშ მარცხისგან ლებრონ ჯეიმსმა იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ს ნაკრები ოლიმპიადისთვის მზადებას აგრძელებს, გუშინ Dream Team-ი სერიოზულ სირცხვილს გადაურჩა. სტივ კერის გაწვრთნილმა გუნდმა სამხრეთ სუდანი 101:100 დაამარცხა.

აშშ-მა პირველი ტაიმი 42:58 წააგო და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ აფრიკელები იყვნენ, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 8 წამით ადრე, 39 წლის ლებრონ ჯეიმსმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ლებრონმა აშშ-ს ნაკრებს 23 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი შესძინა.

ენტონი დევისმა 15 ქულა, 11 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

სამხრეთ სუდანის უკანახაზელმა, ქარლიკ ჯონსმა, 11
ქულით, 10 მოხსნითა და 10 შედეგიანი პასით სამმაგი დუბლი შეასრულა.

აშშ-ს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს 22 ივლისს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ამხანაგურები აუტყდათ ისედაც ერთ ჯგუფში არიან,სერბეთიც ამათთან არის და იმასთანაც ასმხანაგური!ახლა ბარემ სუდანი და სერბეთი შეხვდნენ ამხანაგურად)))
sandrex
09:21 22-07-2024
0
100 ქულა, რო ჩაუგდეს ამათ ე.ი კარგი გუნდი ყავთ, მესამე მეოთხედს ვუყურე და ბოლო სამი ოთხი წუთი არ წაუვიდათ სროლები, თორემ ამოტენიდნენ ამერიკას, 5 სამიანი აცილეს არადა კარგად ისროდნენ სამიანებს
გოგა
18:10 21-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული