პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ საკალთბურთო ტურნირზე A ტურის პირველ შეხვედრაში ავსტრალიამ ესპანეთი კომფორტული უპირატესობით, 92:80 დაამარცხა.
გამარჯვებულთა მხრიდან ჯოკ ლანდეილმა 20 ქულა დააგროვა, ვეტერანმა პატი მილსმა თავი 19 ქულით გამოიჩინა. გუნდის ლიდერმა, ჯოშ გიდიმ კი სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა და საკუთარ გუნდს 17 ქულა, 8 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ესპანელთა შემადგენლობიდან სანტი ალდამამ 27 ქულა დააგროვა, "მემფის გრიზლის" კალათბურთელმა მეტოქე 6/8 სამქულიანი ჩააგდო.
ამავე ჯგუფში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე საბერძნეთი კანადას შეხვდება.
ავსტრალია მომდევნო მატჩს 30 ივლისს, კანადასთან გამართავს, ესპანეთი ამავე რიცხვში საბერძნეთს შეხვდება.