“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია 14 ნოემბრამდე გაგრძელდება

AutoSharing Option
საკალათბურთო “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის მსურველი გუნდების რეგისტრაცია დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომ “ა” ლიგაში 6 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 4 მონაწილე ცნობილია – “რუსთავი”, რომელიც გასულ სეზონში სუპერლიგიდან დაქვეითდა, “სოხუმი საქართველო”, “ვერა” და “თელავის “ბურჯი”. მე-5 გუნდი იქნება სტუდენტური ლიგის გამარჯვებული, რომელიც დეკემბერში გამოვლინდება, ხოლო მე-6 საგზურისთვის თბილისის “ასტრალი” და საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გუნდი იბრძოლებენ.

“ასტრალმა” გასულ “ა” ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და დებულების თანახმად, ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციოს გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება. აქვე აღვნიშნოთ, რომ ბოლო, მე-6
ადგილზე გასულმა თსსუ-მ “ა” ლიგა დატოვა და მას, როგორც აღვნიშნეთ, სტუდენტური ლიგის გამარჯვებული ჩაანაცვლებს.

დღეიდან 14 ნოემბრის ჩათვლით სწორედ იმ გუნდების რეგისტრაცია იწარმოებს, რომლებსაც საკვალიფიკაციოში მონაწილეობა სურთ. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მიზანი იმ 1 გუნდის გამოვლენაა, რომელიც თბილისის “ასტრალს” “ა” ლიგის საგზურისთვისთვის 2-მატჩიან რაუნდში დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის დადგენის შემდეგ განისაზღვრება გათამაშების ფორმატი. თუკი საკვალიფიკაციოში 1 გუნდზე მეტი არ დარეგისტრირდება, ის 1 გუნდი შეხვდება “ასტრალს”.

რეგისტრაციისთვის ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნეთ გუნდის ოფიციალური სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი.

ელ-ფოსტა: geosuperleague@gbf.ge

ტელეფონი: 558786954

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული