ლატვიის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს - მან ბოლო შეტყობინება ყოფილ ცოლს გაუგზავნა

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი იანის ტიმმა მოსკოვში ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 32 წლის ტიმმამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც delfi.lv იტყობინება, მომხდარის სავარაუდო მიზეზი ტიმმასა და უკრაინელი მომღერლის ანა სედოკოვას დაშორება გახდა. გარდაცვლილი იანისის გვერდით იპოვეს ტელეფონი, რომელზეც აკრეფილი იყო ყოფილი მეუღლის ნომერი, ასევე იქვე იყო შეტყობინება, სადაც კალათბურთელი ყოფილ ცოლს სთხოვდა დარეკვას.

ლატვიელი კალათბურთელი "ინსტაგრამ" გვერდზე სუიციდზე ხშირად საუბრობდა და სედოკოვას ადანაშაულებდა იმაში, რომ ნამდვილი სიყვარული ფულზე
გაცვალა.

ტიმმა და სედოკოვა ქორწინებაში 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

იანისი სხვადასხვა დროს "ბასკონიას", "ოლიმპიაკოსისა" და "ხიმკის" ღირსებას იცავდა, მან ევროლიგაში ჯამში 5 სეზონი გაატარა. ლატვიის ნაკრებში კი 2013 წლიდან ასპარეზობდა.

ტიმა 2013 წელს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე 2013 წელს, "მემფის გრიზლსმა" მეორე რაუნდის მე-60 პიკად აირჩია, მაგრამ ლატვიელს NBA-ში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. იანისმა 2021 წელს "ორლანდო მეჯიქთან" ერთად საზაფხულო ლიგაზე იასპარეზა.

წყარო
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
უყვარდებათ ნახევარი ქვეყნის ნათრევები,რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ და თავს იკლავენ მერე იმის მაგივრად ,რომ უბრალოდ გადააფურთხონ ზედ.
მირო
12:29 17-12-2024
2
ვისი გულისთვის მოისწრაფე სიცოცხლე, ვიღაც მანდავოშკებიანი ძუკნას გულისთვის? გგონია ინერვიულებს? დროშად ააფრიალებს, ჩემი გულისთვის თავი მოიკლა ცნობილმაო.
!!!!!
12:03 17-12-2024
2

სიახლეები პოპულარული