რატიშვილი ფიბა ევროპის თასის ნახევარფინალს სალონიკში უკომისრებს

AutoSharing Option
ფიბა-ს ევროტურნირები დასასრულს უახლოვდება. სათამაშოა გადამწყვეტი მატჩები, რომლებმაც თითოეულ ტურნირში საუკეთესოები უნდა გამოავლინოს. ერთ-ერთ ევროტურნირის ნახევარფინალურ შერკინებას ქართველი კომისარი მოემსახურება. ეს გახლავთ ფიბა ევროპის თასის ნახევარფინალი, რომელიც 26 მარტს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გაიმართება. ადგილობრივი პაოკ-ი ფრანგულ “შოლეს” უმასპინძლებს და ამ მნიშვნელოვანი დაპირისპირების კომისარი მერაბ რატიშვილი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ფიბა ევროპის თასზე რატიშვილისთვის ეს გახლავთ მეორე კარიერული ნახევარფინალი. პირველად ის წინა სეზონის ნახევარფინალურ დაპირისპირებას მოემსახურა, რომელშიც ერთმანეთს თურქული “ბაჰჩეშეჰირი” და იტალიური “ვარეზე” დაუპირისპირდნენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული