სუპერლიგა: "დინამომ" "რუსთავი" 29 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
“დინამო თბილისმა” სუპერლიგაში პირველი მარცხი გასულ ტურში, ქუთაისში განიცადა. დღეს კი არანაკლებ ამბიციურ გუნდ “რუსთავს” ხვდებოდა და პირველ ნახევარში მედგარ წინააღმდეგობასაც წააწყდა, თუმცა მეორე ნახევარში მოქმედმა ჩემპიონმა ყველა სათამაშო კომპონენტი გამოასწორა და მეტოქე დამაჯერებლად – 29 ქულის სხვაობით დაამარცხა.

დინამოელებს გამოაკლდათ სერბი ფორვარდი ნიკოლა გაჩეშა, თუმცა იმდენად სოლიდური შემადგენლობა დარჩათ, კვლავ უპირველეს ფავორიტებად ითვლებიან. ეს სტატუსი ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა “რუსთავთანაც” დაამტკიცა. პირველი პერიოდის შემდეგ, რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილი ქვემოქართლელები მხოლოდ 5 ქულას აგებდნენ, მაგრამ დიდი შესვენებიდან დაბრუნებული დინამოელები ძალიან შედეგიანად
ათამაშდნენ. დაცვაში მდგომარეობა გამოასწორეს და შეტევაშიც ხელ-ფეხი გაეხსნათ.

მე-3 პერიოდი “დინამომ” 22:14 მოიგო და მეტოქე წელში გატეხა. დარჩენილ მეოთხედში რუსთაველებმა დააპირეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს. დინამოელებმა დასკვნითი ათწუთეული 23:7 მოიგეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 86:57. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა ჰქონდა ილია ლონდარიძეს, ხოლო 16 – ლაველ ბოიდს. რუსთაველთაგან 16 ქულით ტაირელ ნელსონი გამოირჩა. 10 ქულა ლევან ცეკვავას ანგარიშზე დაგროვდა.

დღეს, დასკვნით მატჩში “ოლიმპი” და “მგზავრები” დაუპირისპირდებიან.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი: რთული თამაში იყო, რადგან მხოლოდ მესამე მეოთხედში მოვახერხეთ კომფორტული ათქულიანი უპირატესობის მოპოვება. გარდა ამისა, ტრავმირებულია ორი მოთამაშე: ლევან გრძელიძე და ნოდარ გოგოძე, მათი ტრავმის სიმძიმე მოგვიანებით გაირკვევა. დარჩენილი გვაქვს ორი თამაში “კაკტუსთან” და “სოხუმთან”, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ მომდევნო შეხვედრებს, რომლებიც საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გველის.

რამაზ გოგობერიშვილი, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი: დაცვაში ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ, განსაკუთრებით თამაშის მეორე ნახევარში და ეს შედეგზეც აისახა. ჩვენი გუნდის დამარცხება ძირითადად ამ ფაქტორმა განაპირობა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0