მიხეილ გიორგაძე მწვრთნელების და მსაჯების დაკავებაზე - ყოველთვის შეურიგებელნი ვიქნებით ასეთ ფაქტებთან მიმართებაში

AutoSharing Option
ყოველთვის შეურიგებელნი ვიქნებით ასეთ ფაქტებთან მიმართებაში, - ასე გამოეხმაურა კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ე.წ. ჩაწყობილი თამაშების გამო მწვრთნელების და მსაჯების დაკავებას.

"ვიცი ის, რომ დაკავებული არის ორი მწვრთნელი და ორი მსაჯი ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით. დანარჩენ დეტალებს გავიგებთ მოგვიანებით. ყოველთვის ვიქნებით შეურიგებელნი ასეთ ფაქტებთან მიმართებაში, თუმცა, როგორც იცით, ჩაწყობილი თამაშების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებობს", - განაცხადა გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის "სუპერლიგის" სამი მატჩის ჩაწყობას
უკავშირდება.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

წყარო ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0