შეხვედრა დინამოელთა დამაჯერებელი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო პერიოდში “კაკტუსმა” თამაში გამოაკეთა და ვითარება დაძაბა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ “დინამომ” თამაშის მსვლელობისას 2 მეფარე დაკარგა – გიორგი შარაბიძემ და ილია ლონდარიძემ 5-5 პერსონალური მიიღეს და მოედანი დატოვეს.
ბოლო პერიოდის წინ დინამოელები 16 ქულით იგებდნენ, მაგრამ ტერიკ ბრიჯმენისა და
გამარჯვებულებს 22 ქულით და 6 პასით მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა. 21 ქულით და 12 მოხსნით კაელ ტურპინი გამოირჩა, ლაველ ბოიდის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. “კაკტუსში” 24 ქულით საუკეთესო იყო ტერიკ ბრიჯმენი, დავით ლომიძემ თავის გუნდს 20 ქულა მიაშველა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი:
“რამდენიმე ტრავმირებული გვყავდა, თამაშის მსვლელობისას კი ორმა მეფარემ – – ლონდარიძემ და შარასბიძემ პერსონალურების ლიმიტის გამო სათადარიგოებში გადაინაცვლეს და მოგვიწია რამდენიმე მოთამაშისთვის პოზიციის შეცვლა. თუმცა ეს კალათბურთია და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. ამ ეტაპზე მოვახერხეთ გამარჯვება და ახლა გვაქვს ერთკვირიანი მონაკვეთი და მოვემზადებით წლის ბოლო შეხვედრისთვის”.
არჩილ ჟღენტი, “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი:
“ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით, რაც შეგვეძლო ვიბრძოლეთ, მაგრამ ძლიერმა გაიმარჯვა. ვულოცავ “დინამოს”. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში და ვეცდებით, შემდეგში გამოვასწოროთ.”
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით