“დინამომ” თამაში მეორე პერიოდშივე გამოასწორა, 10-წუთეული 28:22 მოიგო და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 45:41. დინამოელებს აკლდათ მიხეილ ბერიშვილი, ნიკოლა გაჩეშამ კი გუნდი ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ დატოვა. საქართელოს მოქმედი ჩმპიონი გარკვეულწილად შესუსტებულია,
“დინამოში” 14 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი შარაბიძე. 13 ქულა მოაგროვა ილია ლონდარიძემ. ლაველ ბოიდის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. “სოხუმში” 13 ქულით ბომბარდირი გახდა კვან უოლერი. ანატოლი ჩელოვანმა 12 ქულა და 9 მოხსნა ანატოლი ჩელოვანმა მიითვალა, ხოლო გიორგი კვეტენაძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.
საახალწლო შესვენების შემდეგ სუპერლიგის მატჩები 6 იანვარს განახლდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი:
“2017 წლის ბოლო თამაში იყო. მინდა, შობა – ახალი წელი მივულოცო სუპერლიგას, კალათბურთელებს, მთლიანად საქართველოს. მოვიგეთ, მაგრამ უკეთესია უკეთესად გვეთამაშა. როგორც იცით, იმედების წელია ახალი წელი და ჩვენც იმედი გვაქვს, გამოვასწორებთ თამაშს, შევივსებით. მოგეხსენებათ, დღეს ვიყავით 9 მოთამაშით, თუმცა ვფიქრობთ, მომავალ წელს ამგვარი პრობლემები აღარ შეგვექმნებ”.
მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„ტრავმირებული გვყავს სამი მოთამაშე. რაც შეგვეძლო, ვიბრძოლეთ, მაგრამ, თუ დაცვას არ გამოვასწორებთ, სერიოზული პრობლემები გვექნება, ამიტომ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით.“
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით