გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გაირკვა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ძირითადად “მარნეული” ლიდერობდა, თუმცა დინამოელები არ რჩებოდნენ და ბოლო პერიოდში 8-ქულიანი ჩამორჩენაც აღმოფხვრეს და კაილ ტურპინის 2-ქულიანით თამაში ოვერტაიმშიც გადავიდა.
ექსტრახუთწუთეულში “დელტას” მოთამაშეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.
გამარჯვებულებს 26 ქულით ნიკოლას ნილმა ულიდერა. 20 ქულა მოაგროვა დეანდრე რეიმ, ხოლო ტაილერ ალდერმანმა მარნეულელებს 17 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. “დინამოში” საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა დაგროვდა. ნოდარ გოგოძესა და ლაველ ბოიდის ანგარიშზე კი 19-19 ქულა დაგროვდა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიერ