19 წლის დავით ლომიძემ "ქუთაისს" 24 ქულა ჩაუგდო და "კაკტუსმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
სუპერლიგის ლიდერი “ქუთაისი” დამარცხდა – მეოთხედ მიმდინარე ჩემპიონატში და პირველად – 2018 წელს. იმერული კლუბის დამარცხებაში ლომის წილი დაიდო “კაკტუსის” 19 წლის მოთამაშე დავით ლომიძემ, რომელიც 24 ქულით მატჩის ბომბარდირი და MVP ხომ გახდა და ბოლო წუთზე გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო.

შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე “კაკტუსი” ქულით იგებდა და ქუთაისელთა შეტევა მოიგერია. აკაკი დვალიშვილის აცილებული ბურთი კაკტუსელმა კრისტიან ჯონსონმა მოხსნა, მეტოქის ნახევარზე გადაიტანა და პასი დავით დოლიძეს გადააწოდა. ახალგაზრდა უკანახაზელმა დაუფიქრებლად სამქულიანი ესროლა და ჩააგდო, რითაც თბილისური გუნდი 80:76 დააწინაურა.

ძირითადი
დროის დასრულებამდე დარჩენილ 50 წამში ქუთაისელებს მატჩის გადარჩენა შეეძლოთ, მაგრამ სტუმრებს კვლავ ლომიძის ჩინებულმა გარჯამ აურია გეგმები. სტუმართა სნაიპერმა აკაკი ლომოურმა ერთ შეტევაში ორჯერ ააცილა სამქულიანი და გუნდური მოხსნა ორჯერვე ქუთაისელებს დარჩათ. ბურთის პირით ხაზს მიღმიდან შემოტანისას, როცა საფინალო სირენამდე 35 წამი რჩებოდა, ქუთაისელ ბექა წივწივაძეს ლომიძემ ჩაუჭრა და მასზე მეტოქე უმალ დაჯარიმდა. შეხვედრის ბედიც აქ გაირკვა – ლომიძემ საჯარიმოებით მონაგარი გაზარდა, რითაც “კაკტუსს” გამარჯვება გაუნაღდა. საბოლოოდ 85:76 – არჩილ ჟღენტის გუნდის საამაყო გამარჯვება ლიდერთან მატჩში.

როგორც აღვნიშნეთ, ბომბარდირი 24 ქულით ლომიძე გახდა, რომელმაც მთლიანობაში 6 სამქულიანი ჩააგდო. მისი ქულები ძალიან დაეხმარა “კაკტუსს” მესამე პერიოდში, რომელიც თბილისურმა გუნდმა 31:18 მოიგო და ბოლო პერიოდს 8-ქულიანი ლიდერობით შეხვდა. გამარჯვებულთაგან შედეგიანი იყო დეანდრე პარკსი – 15 ქულა, 9 პასი, ხოლო ჯონ მიტჩელმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “ქუთაისში” 17 ქულა და 7 მოხსნა აკაკი დვალიშვილმა მიითვალა, ხოლო 12 ქულა ჯონათან ლის ანგარიშზეა. 11-11 ქულა ჰქონდათ ბექა ბექაურსა და აკაკი ლომოურს.

კოტე ტუღუში – “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:

“ეს იყო ჩვენი პირველი მარცხი 2018 წელს. ბევრი შეცდომები დავუშვით, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, რაც თავისთავად დაცვაში ცუდ თამაშშიც გამოიხატა. მართალია, დავმარცხდით, მაგრამ ლიდერობა არ დაგვიკარგავს და მის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ. განსაკუთრებით დატვირთული გრაფიკი გველის მარტის თვეში და დიდი ძალისხმევა გვმართბს სასურველი შედეგების მისაღწევად”.

არჩილ ჟღენტი – “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი:

“ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ამ გამარჯვებას და განსაკუთრებით გუნდის მენეჯერს, რევაზ ჩხეიძეს, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. მივულოცავ ჩემი გუნდის მოთამაშეებს, რომლებმაც მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. ქუთაისის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და დიდი მოტივაცია გვქონდა. დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური კუთხითაც და ძალიან დაგვეხმარება მომდევნო შეხვედრებზე”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0