"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა

AutoSharing Option
25-ე ტურის მორიგ მატჩში უიმედო აუტსაიდერი "სოხუმი" "მგზავრებს" შეხვდა და 17 ქულის სხვაობით - 83:100 დამარცხდა. ოფიციალურად ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა, ფაქტობრივად, სოხუმელები რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილს დაიკავებენ. გუნდმა 1 ლეგიონერის გარდა ყველა გაუშვა და დარჩენილ თამაშებში, ძირითადად, ახალგაზრდებს დაეყრდნობა.

ასეთ ვითარებაში სოხუმელებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხების ძალიან მიზერული შანსი აქვთ. შესაბამისად, გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მორიგ მეტოქე "მგზავრებთანაც" ვერაფერი გააწყო. მართალია, სოხუმელებმა იბრძოლეს, მაგრამ ეს მხოლოდ მატჩისთვის ინტრიგის შენარჩუნებას გასწვდა. დასკვნით ათწუთეულში "მგზავრების" ლიდერობამ 30 ქულას მიაღწია და ყველაფერი გაირკვა.

"მგზავრებში" 23 ქულით ვეტერანი დავით ბარბაქაძე გამოირჩა. 19 ქულა კახა ჯინჭარაძემ მიითვალა, ხოლო ავთანდილ ლომინაშვილის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. "სოხუმში" 20 ქულით უკრაინელი სერგეი პრიმაკი გამოირჩა. 17 ქულა და 10 მოხსნა სერგო ათუაშვილმა დააგროვა. 10 ქულით დაასრულა შეხვედრა ტატო ზუზაძემ.

ბუბა ბერიშვილი, "მგზავრების" მთავარი მწვრთნელი: "მოხარული ვარ, რომ ზედიზედ მე-4 თამაში მოვიგეთ. რეალურად გუნდი კარგ ფორმაშია, მაგრამ ეს არ კმარა იმისთვის, რა მიზნებიც გვაქვს. გვინდა ოთხეულში შესვლა და ვემზადებით, რათა დავხვეწოთ ყველა კომპონენტი და შესაბამისად, პლეი-ოფისთვის მოვემზადოთ".

გია კაზანჯიანი, "სოხუმის" მთავარი მწვრთნელი: "გუნდის მიზანი ახლა სეზონის ჩამთავრებაა. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ პლეი-ოფში ვერ გავალთ. ლეგიონერები გავუშვით. მხოლოდ ახალგაზრდა უკრაინელი, სერგეი პრიმარკი დარჩა და ახალგაზრდები დარჩენილ თამაშებში გამოცდილებას იღებენ".

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0