სუპერლიგა: "რუსთავმა" "მარნეულს" ბოლო წამებზე მოუგო

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-3 წრე 25-ე ტურით დაიწყო. ძალიან საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში "რუსთავმა" მარნეულის "დელტა" დაამარცხა.

მატჩის ბედი საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე გადაწყდა, როცა თანაბარ ანგარიშზე რუსთაველთა სნაიპერმა რეზო ჩაჩანიძემ ლამაზად გათამაშებული სწრაფი შეტევა სამქულიანით დააგვირგვინა - 87:84.

მთელი თამაშის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა იყო. ვერც ერთი გუნდი ვერ აგრძელებდა ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვებას, ლიდერიც არაერთხელ შეიცვალა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო წუთზეც თანაბარი ანგარიში იყო. პირველი პერიოდი თანაბარი ანგარიშით დასრულდა, ხოლო მეორის შემდეგ, დიდი შესვენებისთვის, მარნეულელებმა 5-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს - 48:43.
მატჩის შუაწელში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რის გამოც რუსთაველები ძირითადი გამთამაშებლის - ლევან ცეკვავას გარეშე დარჩნენ.

ცეკვავას შეხლა-შემოხლა საკუთარ თანაგუნდელთან, ამერიკელ ბრაიან ბერნარდისთან მოუხდა, რის გამოც მსაჯებმა ის მოედნიდან გააძევეს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილ რუსთაველებს დიდი ბრძოლა მოუხდათ მატჩის სათავისო შედეგის დასამთავრებლად. სტუმრებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და ბოლო წამებზე კარგი დაცვის ხარჯზე მარნეულელებს ბურთი აართვეს. სწრაფი შეტევა ჩაჩანიძემ გამარჯვების სამქულიანით დააგვირგვინა.

ჩაჩანიძემ საბოლოოდ შეხვედრა 24 ქულით დაასრულა, ხოლო ბომბარდირი ტაილერ ნელსონი გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. სამმაგი დუბლი შეასრულა ადამ ბლეიზეკმა – 11 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა. "მარნეულში" 26 ქულით საუკეთესო ნიკოლას ნილი გახდა. 10-10 ქულა გიორგი ვახანიამ, საბა ლობჯანიძემ და არტიომ შვეცმა მოაგროვეს.

მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ გოგობერიშვილი - "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი:
"ძალიან დაძაბული თამაში იყო. ისედაც გვაკლია მოთამაშეები და მატჩის მსვლელობისას ცეკვავას გამოკლება დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ თამაში მოგებამდე მიეყვანათ და ამის გამო მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ვულოცავ ბიჭებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვაგრძელებთ სეზონის დასვნითი ეტაპისთვის სამზადისს".

თემურ კანკია - "მარნეულის" მთავარი მწვრთნელი:
"მთელი თამაში უენერგიოდ ვიყავით. საშუალება მივეცით მეტოქეს, სწრაფ შეტევებში ეხეირათ. ამ კომპონენტის შედეგად რუსთაველებმა 32 ქულა გააკეთეს, ფარზეც მშვენივრად იბრძოდნენ და ეს ყველაფერი გახდა კიდეც ჩვენი წაგების მიზეზი".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0